საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპული საბჭოს დასკვნაში საქართველოზე ჩანაწერს ეხებოდა. კობახიძემ საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ილაპარაკა. „ამ დროს უკრაინას და მოლდოვას აქვს დადებითი შეფასებები, სადაც ერთმანეთზე მიყოლებით ხურავენ ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს, არ არსებობს არც მედიაპლურალიზმი, არც პოლიტიკური პლურალიზმი, ყვავის კორუფცია, არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი, მოლდოვა რჩება დსთ-ს წევრად. აქ ობიექტურობაა მთავარი. ამას ხედავს ზუსტად საზოგადოება“, - თქვა მან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიმართ „გლობალური ომის პარტიის“ განსხვავებული ინტერესები არსებობს და ამ ძალას, მისი აზრით, გავლენა აქვს ევროკავშირზე. „ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ, მოლდოვის მიმართ არ არის ის ინტერესები, რაც არის საქართველოს მიმართ და იცით, რა ინტერესებზე ვსაუბრობ, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და განაგრძო, - მძიმე ინტერესები იყო საქართველოში, რაც გამოიკვეთა 2022 წლის თებერვლიდან [უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან] - „გლობალური ომის პარტია“, მისი გავლენა ევროკავშირზე, ამ ინტერესებზე გესაუბრებით. იგივე ინტერესები არ არის მოლდოვის მიმართ“. ირაკლი კობახიძემ უარყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რაც ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პოზიციას. „არაფერი არ არის შეჩერებული. თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატების ინტეგრაცია ევროკავშირში. როცა შენი ეკონომიკური მდგომარეობა არის კრიზისის ზღვარზე და მის მიღმა როდესაც გაქვს კატასტროფული ვითარება დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით, კორუფციის, პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით და მედიაპლურალიზმის კუთხით, იქ ჩერდება ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესი. საქართველოში ყველაფერი არის რადიკალურად განსხვავებული“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა. ასევე ნახეთ ევროპული საბჭო: საქართველოს მთავრობის მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს მის ევროპულ გზაზე და ამასთან, კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს. ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში 17 ოქტომბერს, ღამით გამოაქვეყნეს, საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს. ევროპული საბჭოს თანახმად, მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს. ასევე ნახეთ მივაგენით, ვ...