რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა განახორციელეს. 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში დაბრუნდა, 89 კი - რუსეთში, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა, შამსაილ სარალიევმა. სამხედრო ტყვეთა მიმართ მოპყრობის უკრაინულმა საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა ავდეევკის, მარიინკის, ბახმუტის მახლობლად, ბრძოლებში, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის მიმართულებებზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები, ასევე ერთი ცხედარი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მორგიდან. ცხედრებს უკრაინის მორგებში გადაასვენებენ ამოსაცნობად, რის შემდეგაც ჭირისუფლებს გადასცემენ დასაფლავებისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაცვლის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა 2022 წლიდან რეგულარულად ცვლიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს. გაცვლებში შუამავლობას სწევს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. ასევე ნახეთ უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ - ახლა ბურთი დასავლეთის მოედანზეა ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ...