კომისია წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები აშშ-ისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. "საქართველოს მთავრობის პრორუსული პოზიციისკენ გადასვლამ, ამასთან, მზარდმა არალიბერალურმა საშინაო პოლიტიკამ, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, მოსახლეობაში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჯერ კიდევ არსებობს აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი", - წერია დოკუმენტში. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა ორმაგი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას დემოკრატიული უკუსვლისთვის და დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას. კომისია რეკომენდაციის სახით წერს: "საქართველოში შეერთებულმა შტატებმა უნდა განახორციელოს სტრატეგია, რაც მოიცავს პირობით ზეწოლას მთავრობაზე, ამასთან, მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ამ მიდგომამ უნდა ცხადყოს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებსა და აშკარა პროდასავლურ პოზიციაზეა დამოკიდებული, რაც ხალხის მოთხოვნებსა და ქვეყნის გაუარესებული დემოკრატიის დაცვას შეესაბამება. ამავე დროს, აშშ-მა უნდა იმუშაოს ქართველ ხალხთან ურთიერთობების გასაძლიერებლად, აჩვენოს, რომ ერთგულია მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისა". ანგარიშში, ასევე საუბარია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ ორპარტიულ MEGOBARI აქტზე, რაზეც ნათქვამია, რომ იგი "შეიძლება საქართველოს მიმართ აშშ-ის მომავალი პოლიტიკის მოდელი გახდეს". ასევე ნახეთ ჰელსინკის კომისია აქვეყნებს ინფორმაციას MEGOBARI Act-ის შესახებ ასევე ნახეთ „ოცნებას“ არ სურს, იყოს ვაშინგტონის MEGOBARI ასევე ნახეთ გადამწყვეტი არჩევნების წინ, აშშ-საქართველოს ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა 2024 წლის 28 მაისს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია. კანონი უკვე სრულად ამოქმედდა. ბოლო ორ თვეში საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერეს პარტნიორმა ქვეყნებმა. ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნე...