„ჩვენი 95 ადამიანი სახლში დაბრუნდა. მეომრები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლსა და „აზოვსტალს“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა იხსნის თავის ხალხს რუსული ტყვეობიდან, ჩვენ უფრო ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც თავისუფლება დაუბრუნდება ყველას, ვინც რუსების ტყვეობაში იმყოფება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში. три გუშინ, 18 ოქტომბერს, რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში დაბრუნდა, 89 კი - რუსეთში, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა, შამსაილ სარალიევმა. ასევე ნახეთ რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს დაღუპული მებრძოლების ცხედრები რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით რუსეთი და უკრაინა რეგულარულად ცვლიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს. ...