три თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავდროულად არის მმართველი პარტიის გენერალური დირექტორი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მუნიციპალიტეტისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის „ქართუსა“ და პარტიის დამფუძნებელს - ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. საჩუქრის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ - ზუსტად ოთხი წლის წინ, 2020 წლის 19 ოქტომბერს კი, თბილისის მერიამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „სამუშაოები დაიწყო და ვულოცავ თბილისს. დღეიდან 2 წელი დაჭირდება ამ პროექტის დასრულებას“, - თქვა 2020 წლის 19 ოქტომბერს თბილისის მერმა. три იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოების დაწყებიდან ზუსტად ოთხი წელი გავიდა. საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ტარდება, თუმცა პარკის მოწყობის სამუშაოები ჯერ ისევ არ დასრულებულა. ასევე ნახეთ იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდა - როგორ აჩუქა ივანიშვილმა თბილისელებს მათივე იდეა წინასაარჩევნოდ „სამუშაოები მიმდინარეობას, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა პროექტში. მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი, რომ გარკვეული სივრცეები, იაპონური და ფრანგული ბაღები არ გაკეთებულიყო, მდელოებს დათმობოდა სივრცე, ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია. გარკვეული ჩასწორებები მოხდა პროექტში. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიდიოდეს, მაგრამ პროცესი მიდის“, - თქვა თბილისის მერმა 2024 წლის 11 ოქტომბერს. ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია: 2024 წლის 19 ოქტომბერი როდის დასრულდება ოთხი წლის წინ დაწყებული პარკის მშენებლობა, უცნობია. ასევე ნახეთ ივანიშვილის საჩუქრები - გახსოვთ, რას მიიჩნევდა თავის ყველაზე დიდ ქველმოქმედებად მილიარდერი? ...