ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ელაპარაკა აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს - იუწყება ნეთანიაჰუს ოფისი 20 ოქტომბერს. "პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გაიმეორა ის, რაც მას საჯაროდაც აქვს ნათქვამი: ისრაელი ითვალისწინებს საკითხებს, რომლებსაც აშშ წამოჭრის, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, ის მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, თავის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით" - ვკითხულობთ განცხადებაში. ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იგი დაუპირისპირდება დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ასევე ნახეთ ჩრდილოეთ ღაზაზე ისრაელის მორიგი დარტყმის შემდეგ იუწყებიან 87 დაღუპულ ან დაკარგულ ადამიანზე ...