"დღეს არის ერთ-ერთი ისეთი საღამო საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი. მოდის ახალი მომავალი, ახალი საქართველო. დღეს ის საქართველო, რაც ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ ძალით არავინ არის მოსული. არავინ არის მოსული იმის გამო, რომ უთხრეს, თუ არ მოხვალ, სამსახურს დაკარგავო. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის დღეს ერთად დგას ახალი და ძველი თაობა, რომლებისთვისაც ერთნაირად ძვირფასია საქართველოს განვითარება დასავლურ ორბიტაზე. სალომე ზურაბიშვილმა თბილისის აქციიდან მიმართა მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებსაც და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ ორ ქვეყანასთან ერთად გახდება ევროკავშირის წევრი. მან გამარჯვება უსურვა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც დღეს იმართება. "მაია, დღეს იმედი მაქვს იქნება შენი გამარჯვების დღე. ვოლოდიმირ ზელენსკის, ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული. მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში. არ მინდა ამ დღეებში თქვენგან არ მინდა გავიგო რამე “თუ” ან “რომ”, ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი" - ასე დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა ევროპული არჩევანის მხარდამჭერ აქციაზე. ასევე ნახეთ თავისუფლების მოედანზე დასრულდა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. 20 ოქტომბერს, მოქალაქეების შეკრებამდე მმართველი პარტიის წევრები მსვლელობის შესახებ ჰომოფობიური განცხადებებით ცდილობდნენ მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ ეს მსვლელობა რეალურად არა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი, არამედ "პრაიდის" მსგავსი შეკრებაა. три ...