მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველივე ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. ევროკავშირში გაწევრების კურსის კონსტიტუციაში ასახვის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობამ უარყოფითი პოზიცია გამოხატა, თუმცა მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის სხვაობა მინიმალურია. ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება. 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“. 21 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 ათასი ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა. ასევე ნახეთ 5 ტაქტიკა, რომლებსაც კრემლი იყენებს 2024 წლის არჩევნებში ჩასარევად პრეზიდენტ სანდუს ბრიფინგზე არ დაუსახელებია კონკრეტული დაჯგუფებები და უცხოური ძალები, თუმცა ჯერ კიდევ 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ელოდებიან საბოლოო შედეგებს, უკან არ დაიხევენ და დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას გააგრძელებენ. სანდუმ ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვებს არ უპასუხა. ასევე ნახეთ მოლდოვაში „დესტაბილიზაციის“ მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს - გამოძიება გრძელდება რეფერენდუმის შედეგების 97,93%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 49,87%-მა და უარყოფითად - 50,13%-მა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ხმების 97,88%-ის შეჯამებით, პირველ ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპული მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალური პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის" კანდიდატი მაია სანდუა(41,84%), მეორეზე კი - პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(26,35%). საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. ასევე ნახეთ არევის მცდელობები რუსეთიდან, სანქციები პრორუსებისთვის ევროკავშირიდან - მოლდოვა არჩევნების მოლოდინში 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის ...