აშშ-ში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთიდან დევნილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფეტულა გიულენი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN TÜRK-ი იუწყება გიულენის ძმისშვილის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 21 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გიულენის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს ვებსაიტი Herkul-იც, რომელიც სისტემატურად აქვეყნებდა ფეტულა გიულენის ქადაგებებს. საიტის თანახმად, გიულენი 20 ოქტომბერს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება 1999 წლიდან აშშ-ში მცხოვრებ ფეტულა გიულენს ადანაშაულებდა 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში, რასაც ანკარის თანახმად, 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გიულენი ბრალდებას უარყოფდა და პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლებას ადანაშაულებდა პოლიტიკურ დევნაში. ასევე ნახეთ ერდოანი ცდილობს კრიტიკოსებს მსოფლიოს ყველა კუთხეში მისწვდეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში დააპატიმრეს 70 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, სამხედროები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები და 130 ათასამდე სამსახურიდან დაითხოვეს. ...