ალბანეთის პოლიციამ 21 ოქტომბერს დააკავა ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ბრალდება გაცემულია კორუფციასთან მებრძოლი საგანგებო პროკურორის ოფისის (SPAK) მიერ. მეტა პრეზიდენტის პოსტს იკავებდა 2017-დან 2022 წლამდე. იგი ტირანაში დააკავეს კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ქონების დამალვის ეჭვის საფუძველზე. იმავე დანაშაულებში ეჭვმიტანილია მეტას ყოფილი ცოლი, პარლამენტარი და უწინ პარტია "თავისუფლების" ლიდერი მონიკა კრიმადი, რომელიც ასევე დაბარებულია პოლიციაში. პროკურორებს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ სისხლის სამართლის ოფიციალური ბრალდება მეტას, კრიმადისა და კიდევ ორი პირის წინააღმდეგ, რომლებსაც ასევე ადანაშაულებენ ფულის გათეთრებასა და კორუფციაში. მეტას პრესმდივანმა ტედი ბლუშიმ ექსპრეზიდენტის დაპატიმრებას პრესკონფერენციაზე უწოდა "უპასუხისმგებლო ნაბიჯი" და განაცხადა, რომ SPAK-ი თავისი ქმედებებით ცდილობს "ოპოზიციის განადგურებას". 55 წლის მეტა ამჟამინდელ მთავრობას ბრალს სდებდა "კლეპტოკრატიული რეჟიმის" შექმნაში და საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო ძალაუფლების კონცენტრირებაში პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ხელში. ...