თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ საავტომობილო მოძრაობა პარტია „ქართული ოცნების“ ღონისძიების გამო გადაიკეტა. ამ მიზეზით იცვლება ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც: საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე; ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვებია თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით. თავისუფლების მოედანი თავისუფლების მოედანი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი იმოქმედებს შემდეგი სქემა: რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან. თავისუფლების მოედანი ხვალ, 23 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აქციას მართავს. ...