"მყავდა და მყავს პრემიერობის ერთი კანდიდატი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და შევჯერდი. მე ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას. აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს. მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. ასევე სხვადასხვა ხედვა იყო, როგორი უნდა იყოს მთავრობა, რაზეც მაქვს ჩემი ხედვა", - თქვა ზურაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ პრემიერობის კანდიდატი იქნება ნეიტრალური და უპარტიო. "ვფიქრობ, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული, ბევრად ადვილია იმისთვის, რომ შეჯერდნენ ეს პარტიები, რომლებსაც სხვადასხვა ხედვა აქვთ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური, შერეული, ამაზე არჩევნების შემდეგ შევჯერდებით". ასევე ნახეთ ტექნიკური მთავრობა და პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნა - ვინ იზიარებს, ვინ არა? სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ქარტიის" პირობებს შეასრულებენ. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი. ...