უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრი კოსტინი თანამდებობიდან გადადგა გამოძიების ფონზე, რომელმაც გამოავლინა, რომ ხელისუფლების ათობით წარმომადგენელმა სამხედრო გაწვევას თავი აარიდა ავადმყოფობის ყალბი ცნობის მოპოვებით და შესაბამისად, ავადმყოფობისთვის დაწესებული დახმარების მოთხოვნით. სამხედრო გაწვევა მწვავე თემაა უკრაინაში, სადაც არმიის რიგები შეთხელებულია ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ორ-ნახევარ წელზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად. კოსტინმა გადადგომის შესახებ 22 ოქტომბერს ტელეგრამში დაწერა მას მერე, რაც უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან გამართა შეხვედრა, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. ზელენსკის თქმით, კოსტინმა "პასუხისმგებლობა უნდა იკისროს" კორუფციისთვის და წესებში არსებული გარღვევებისთვის, რომლებსაც გაწვევისთვის თავის ასარიდებლად იყენებდნენ. "პრეზიდენტ ზელენსკის პოზიციას აბსოლუტურად სწორად მივიჩნევ... მე ასევე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება გამოვაცხადო ჩემი გადადგომა გენერალური პროკურორის პოსტიდან", - წერს კოსტინი. მიმდინარე თვეში გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დასავლეთში მდებარე ხმელნიცკის რეგიონში რამდენიმე პროკურორმა ავადმყოფობის ყალბი ცნობა მოიპოვა და საგანგებო დახმარებას იღებდა. ამ საკითხზე გამოძიება უკრაინის სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს. უკრაინა რთულ მდგომარეობაშია რუსეთის არმიის რიცხობრივ უპირატესობასთან მიმართებით, რისი ნიშანიც იყო მიმდინარე კვირებში სამხედრო გაწვევაში მონაწილე პირების გამოჩენა კონცერტებსა და ქორწილებში - ისინი ეძებდნენ კაცებს, რომლებსაც რეგისტრაცია არ გაუვლიათ მობილიზაციის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ნახეთ ზელენსკის აქვს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტის ინიციატივა ...