ჩეხ ჟურნალისტ რეი ბეისლისთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათია ცდილობს მის მონახულებას და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას. სწორედ TDI-ი ჩაერთო 23 წლის ჟურნალისტის უფლებების დაცვის საქმეში მას შემდეგ, რაც მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 22 ოქტომბერს. ჟურნალისტი პრაღიდან თბილისში ავიაკომპანია" ჯორჯიან ვინგსის" პირდაპირი რეისით ჩამოფრინდა. დოკუმენტში, რომელიც მას მისცეს, არ არის განმარტებული ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი და მონიშნულია ყველაზე ზოგადი არგუმენტი. "მხოლოდ ეგ მუხლი არ შეიძლება იყოს არგუმენტი, მე უკვე გავაკეთე შეტყობინება 112-ში, რომ სახეზე გვაქვს უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი შოთა თუთბერიძე. მისი თქმით, მანკიერი, თუმცა გავრცელებული პრაქტიკაა როგორც საზღვარზე საქართველოს ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების შეფერხება და მათთან ადვოკატის არდაშვება, ასევე განმარტებების გარეშე უარი ქვეყანაში შემოსვლაზე. ადვოკატის თანახმად, ამაში, უმეტეს შემთხვევაში, პრობლემას ვერც სასამართლო ვერ ხედავს და ასეთი საქმეების გასაჩივრებისას თითქმის არასოდეს ითხოვს იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ პირის საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების გადაწყვეტილებას. შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას დაბეჯითებით ეუბნება, რომ ჩეხი ჟურნალისტი პირადი ნივთების და ახლობლებთან კომუნიკაციის უფლების გარეშე ამ დროისთვის ნამდვილად იმყოფება საქართველოს აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში, სადაც, სავარაუდოდ, 26 ოქტომბრამდე დატოვებენ - 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი პირდაპირი რეისი თბილისი-პრაღა, რომელზეც ჟურნალისტს უკან დასაბრუნებელი ბილეთი აქვს ნაყიდი. ინფორმაცია საქართველოს საზღვარზე შექმნილი პრობლემების შესახებ რეი ბეისლიმ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თავად გაავრცელა 22 ოქტომბრის საღამოს 8 საათისთვის. ამ პოსტში ის წერდა, რომ საღამოს 8-ის ნახევრისთვის მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ყველანაირი დასაბუთების გარეშე და ითხოვდა დახმარებას. დოკუმენტში, რომელიც მან გამოაქვეყნა, უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.” ასევე ნახეთ საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი - სახელმწიფო უწყებები კომენტარს არ აკეთებენ საქართველოში შემოსვლის პრობლემებზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხშირად საუბრობდნენ რუსი და ბელარუსი ჟურნალისტები. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ჟურნალისტების საზღვრიდან გაბრუნება შედარებით ახალი ტენდენციაა. რეი ბეისლის საქართველოში არშემოშვების ფაქტს ეხმაურება "ჟუ...