გერმანიის პოზიცია უცვლელია და ის მხარს არ უჭერს ამ ეტაპზე ნატოში უკრაინის მიწვევას. ალიანსში უკრაინის ახლავე მიწვევა პირველი პუნქტია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმაში“, რომელიც მან 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გააცნო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. 24 ოქტომბერს ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება, რაც ყველამ იცის და ამ საკითხში უთანხმოება არ არსებობს. შოლცის თქმით, ამჟამად ნატოში უკრაინის მიწვევა მოსალოდნელი არ არის, რადგან მიწვევა, როგორც წესი, სწრაფად გაწევრებას უკავშირდება. ასევე ნახეთ უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ - ახლა ბურთი დასავლეთის მოედანზეა ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთმა დასავლეთისგან მოითხოვა მყარი გარანტია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, რაზეც უარი მიიღო. 2022 წლის სექტემბერში, რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ნატოში გაწევრების ოფიციალური განაცხადი წარადგინა. ასევე ნახეთ Politico: აშშ და გერმანია ნატოში უკრაინის სწრაფი შესვლის წინააღმდეგ არიან ...