პოლონეთის პროკურატურამ განსახილველად სასამართლოს გადასცა ადგილობრივი ფერმერის და მისი ქალიშვილის საქმე. მათ ბრალად ედებათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ქება-დიდება. 2024 წლის თებერვალში პოლონეთში გამართულ აქციებზე ფერმერები აპროტესტებდნენ საბაჟო გადასახადის გარეშე სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტს. აქციების მონაწილე ფერმერმა პიოტრ გ.-მ და მისმა ქალიშვილმა აგატამ ტრაქტორზე გამოფინეს საბჭოთა კავშირის დროშა და პლაკატი წარწერით: „პუტინო, წესრიგი დაამყარე უკრაინასთან, ბრიუსელთან და ჩვენს მმართველებთან“. ასევე ნახეთ პოლონელი ფერმერები აძლიერებენ პროტესტს "ჯალათი" ევროკავშირის წინააღმდეგ 24 ოქტომბერს პოლონურმა სააგენტო PAP-მა ქალაქ გლივიცეს საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქმე სასამართლოს გადაეცა. პირველ ეტაპზე ფერმერს და მის ქალიშვილს ტოტალიტარული სიმბოლიკის საჯარო დემონსტრირებაში ადანაშაულებდნენ, რასაც შემდეგ დაემატა რუსეთის სამხედრო აგრესიის განდიდება. სააგენტოს ცნობით, ფერმერი და მისი შვილი ბრალს ჯერ უარყოფდნენ, შემდეგ კი აღიარეს. პოლონეთის კანონმდებლობით, მსგავსი ქმედებებისთვის მაქსიმალური სასჯელი ხუთ წლამდე პატიმრობაა. ...