რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რატომ არ მოგცეს საქართველოში შემოსვლის საშუალება? რეი ბეისლი: მიზეზი არ განუმარტავთ. მითხრეს, რომ მაძლევენ მხოლოდ ერთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ვერ შემოვალ, და ამ ფურცელში არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდე. როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, ეს არის კლასიკური ფორმულირება, რომელიც ხშირად გამოიყენება ჟურნალისტების თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მიმართებაში. ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ ვიცი. რადიო თავისუფლება: რას უკავშირებთ ამას? რეი ბეისლი: როგორც ჩემმა ადვოკატმა მითხრა, მსგავსი შემთხვევები მომხდარა აქამდეც, თუმცა, ეს შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მრჩევლებს. ჟურნალისტს დასავლეთიდან აქამდე პრობლემები არ ჰქონია. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი მეგობრების ვარაუდით, შესაძლოა იყოს კომპანია, რომელთანაც ვთანამშრომლობ (Kyiv Independent) რუსეთში აკრძალულთა სიაშია. ასევე ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მე "ქართული ლეგიონის" შესახებ ვწერდი. მათი მეთაური [მამუკა მამულაშვილი] ჩავწერე, მაგრამ ეს ორი წლის წინ იყო. კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი - გაზაფხულზე თბილისში გამართული აქციების გაშუქებაა. მაშინ თბილისში ვიყავი და ადგილზე ვმუშაობდი. ჩემი რწმენით, დიდი ალბათობით, ამ ფაქტების ერთობლიობა გახდა იმის მიზეზი, რომ “პერსონა ნონ-გრატად“ ვიქეცი. три რადიო თავისუფლება: კომუნიკაციის გარეშე იყავით 34 საათის განმავლობაში რა პირობებში იმყოფებოდით? როგორ გეპყრობოდნენ? რეი ბეისლი: მე ვიყავი დაყოვნების ოთახში. ეს იყო დაახლოებით 3x9 მეტრის სივრცე, მუდმივი განათებით. სწორედ ამის გამო დაძინება მარტივი არ იყო. არ მქონდა ნორმალური საწოლი, ან თეთრეული. არაფერი მსგავსი. საპირფარეშოც სავალალო მდგომარეობაში იყო. არ იყო საშხაპე. რაც შეეხება საკვებს, ხორციანი კერძი შემომიტანეს, ეს იმის გათვალისწინებით, რომ არაერთხელ ვახსენე ის გარემოება, რომ ვეგეტარიანელი ვიყავი. ამის შემდეგ, 34 საათის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მაჭამეს. მთელი ამ დროის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ ვიყავი. მუდამ მახლდა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი. მაშინაც, კი როდესაც საპირფარეშოში შევდიოდი. როდესაც ოთახში რამე შემოჰქონდათ, ამას კამერით იღებდნენ. იღებდნენ ყველაფერს. მუდმივი დაკვირვების ქვეშ ვიყავი. ასევე ნახეთ ადვოკატს არ ეძლევა იმ ჩეხი ჟურნალისტის მონახულების საშუალება, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს დაცვის თანამშრომლები საკმაოდ თავაზიანები იყვნენ. მაგრამ როგორც მივხვდი, არ იცოდნენ, რატომ ვიყავი იქ. იმ ოთახში ყოფნის დროს ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდული მქონდა. მათ ჩამომართვეს ტელეფონი, კომპიუტერი და პირადი ნივთების ნაწილიც. რადიო თავისუფლება: აღნიშნეთ რომ, თბილისში მანამდეც ყოფილხართ, მაშინ თუ შეგექმნათ პ...