„სქემა იყო ასეთი: უნდა მოესყიდათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებიდან, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც სხვას დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა - ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს და ამას შემდეგ ვინმე გადაიღებდა „ნაცმოძრაობიდან“ და გავრცელდებოდა...“ - თქვა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, ბიულეტენები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჩაყარა. მდინარაძემ დადო პირობა, რომ იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება დამნაშავე, ის დაისჯება: „თუ ეს კადრები ნამდვილია, პირობას ვაძლევ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი იქნება თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად. წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს ბიულეტენებს... ეს არის სპეციალურად გაკეთებული. იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი სარჩევნო უბანზე... ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, კადრები რომ გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს“... დაახლოებით ერთი საათის წინ, 12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად. три მოგვიანებით ცესკომ ამ უბნის დახურვის შესახებ განკარგულება გამოსცა. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/G5q0QULoELs?&&&fs=1&enablejsapi=1") ...