მარნეულის 74-ე უბანზე ოპოზიციური პარტიის წევრებსა და უბანზე მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი მუმლაძემ დაუდასტურა. ნაცემია აზად ქერიმოვი, „ნაციონალური მოძრაობის“ რაინული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ნაცემი ქერიმოვის კადრები ტელეკომპანია „მთავარმა“ გადაიღო. მისი თქმით, მას ფიზიკურად მარნეულის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გაუსწორდა. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/G5q0QULoELs?&&&fs=1&enablejsapi=1") გიორგი მუმლაძე ჰყვება, რომ უბნიდან აძევებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ერთ-ერთ დამკვირვებელს. ამ ინფორმაციის გაგებისთანავე მუმლაძე და სხვა ოპოზიციონერები საარჩევნო უბანზე წავიდნენ. მუმლაძე დამკვირვებელია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ სახელით. ამ ორგანიზაციაში არიან სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებიც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. „როგორც დამკვირვებელი მივედი, მაშინვე, როგორც კი მოვიკითხეთ პრობლემა, დამესხნენ თავს, დამესია ოთხი ადამიანი უბნის გარეთ ოთახში, გადავირჩინე თავი, გამოვედი, შემდეგ ეზოში ურტყეს დამკვირვებლებს“, - ამბობს გიორგი მუმლაძე. ადგილზე მივიდა პოლიცია. რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ასევე ნახეთ არჩევნები 2024: აქტივობა 12:00 საათისთვის 22.22%-ია ...