დღეს, 26 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით კი, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს. ასევე ნახეთ შსს-მ გამოძიება დაიწყო მარნეულში საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე ასევე ნახეთ ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას „იზოლირებული შემთხვევა“ უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რომელშიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც იღებდა მონაწილეობას. მან ეს შემთხვევა „ნაცმოძრაობას“ დაუკავშირა. ასევე ნახეთ მდინარაძე მარნეულში ბიულეტენების ჩაყრას „ნაცმოძრაობას“ უკავშირებს ...