„ბოლო საათ-ნახევრის განმავლობაში ისანში გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, განურჩევლად იმისა, ვინ ხვდება ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერა. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იქ, სადაც არის „TV პირველი“, - ამბობს მამუკა მდინარაძე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციას მოუწოდებს, საარჩევნო უბნებს „დააშოროს“ „ძველი ბიჭები“. „მეტი რეაგირება და დროული რეაგირება გევალებათ“, - მიმართავს პოლიციას პრეზიდენტი. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ...