„მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, - თქვა მან. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი“. три დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების გაშუქების დროს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს ტექნიკა დაუზიანეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ჟურნალისტებს რთულ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. ასევე ნახეთ ფიზიკური დაპირისპირება იყო გლდანის მე-60 საარჩევნო უბანზე ასევე ნახეთ მარნეულის 74-ე უბანზე ენმ-ის წარმომადგენელს სცემეს ასევე ნახეთ რუსთავში რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ხელი შეუშალეს საქმიანობაში ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, ისანში 30-კაციანი ჯგუფი დადის, რომელიც ხალხს ფიზიკურად უსწორდება რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ...