20:00 საათზე საქართველოში დაიხურა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნები. ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უბნებზე მათ დახურვამდე მივიდნენ, ხმის მიცემას შეძლებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოაცხადებს. ცნობილი გახდება ამომრჩეველთა აქტივობაც. 17:00 საათისთვის აქტივობა 50.6% იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმა მისცა 1 768 816-მა ამომრჩეველმა. წინა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის აქტივობა 45.77% იყო. ასევე ნახეთ არჩევნები 2024: აქტივობა 20:00 საათისთვის 58,94%-ია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18-მა საარჩევნო სუბიექტმა. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეებმა პარლამენტის 150 დეპუტატი მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩიეს. პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც. ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90%-მა ხმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 3 508 294 ამომრჩეველი. მათგან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა შეეძლო 3 113 747-ს. ასევე ნახეთ „იმედის“ ეგზიტპოლით „ოცნება“ იგებს, „მთავარი არხის“ და „ფორმულის“ მიხედვით - ოპოზიცია - პირველადი შედეგები არჩევნებისთვის 3 111 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათგან 67 საზღვარგარეთ. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/qidjJBGvY1w?&&&fs=1&enablejsapi=1") ...