განახლება უბნების 99%-ის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხმები 54%-მდე გაიზარდა დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. პარტიების მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 53,065%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,177%; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%; „ძლიერი საქართველო“ - 8,998%; „გახარია საქართველოსთვის“ - 8,228%; „გირჩი“ - 3,214%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,525%; „ლეიბორისტული პარტია“ - 0,752%. აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს ითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა. 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით. ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო. ასევე ნახეთ კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები - რა ვიცით три ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი ...