პარტიის, "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. გიორგი გახარიას შეფასებით, არჩევნებზე იყო სისტემური ხასიათის დარღვევები: მათ შორის, ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, პირადობის მოწმობებით მანიპულირება, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზეწოლა. „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოეპარათ არჩევნები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. იგი ამბობს, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეების ხმების დაცვის დროა და პოლიტიკოსებმაც და მოქალაქეებმაც უნდა იბრძოლონ ხმის მიცემის თავისუფლების უფლების დასაცავად. три „ახლა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის არსი. თუ ეს არჩევნები დაასამარებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შევა პარლამენტში? ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი პარლამენტში შესვლა, რადგან დღეს ეს ქვეყანა არის ზღვარზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მან პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, შევა თუ არა ახალ პარლამენტში, თუმცა თქვა, რომ დაელოდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ახლა "გონივრული პროტესტის" და "24-საათიანი შრომის დროა“. მან ასევე თქვა, რომ "ოცნებას" ტყუილად ჰგონია, რომ ცესკოს გამოცხადებული შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს: "ჩვენ გველის ძალიან სერიოზული პროცესი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების დასკვნების, რომელთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამ არჩევნების ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის საკითხი ჯერ ჰაერშია ჩამოკიდებული, ის არავის არ გადაუწყვეტია და ეს არ იქნება მარტივი პროცესი". არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა". კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას. "კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ გაყალბების ერთ-ერთ მექანიზმად გამოიყენა ვერიფიკაციის აპარატები. ანუ ის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის მოწმობის და შესაბამისად, უბანზე დარეგისტრირებული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენდა. ასევე ნახეთ „პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც“ - ირაკლი კობახიძე 27 ოქტომბრის დილის 9 საათის მონაცემებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან გამოაქვ...