პასკალ ალიზარდი, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს. მათ შორის ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს: არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო; ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში; დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით და ამ მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს; პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესის მიუკერძოებელ გაშუქებაზე და აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და კამპანიებში. три საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევები შეაფასა იულიან ბულაიმ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, შემაშფოთებელი იყო სიძულვილის ენა, მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები მიმართ, რაც, მისი თქმით, ასევე უკავშირდებოდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რამაც პროცესში განხეთქილება შეიტანა. იულიან ბულაი საუბრობს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ხმების გაყალბების შესახებაც:три ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 53,93%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%; "ძლიერი საქართველო" - 8,814%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%. ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო. ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი ...