მთავრობის სხდომის დაწყებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიცია ვერ ეგუება საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას. მისი განცხადებით, საქართველოში კონსტიტუციურ წყობილებას ვერავინ შეარყევს. „ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის NGO-ები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ, რეალურად რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, ამ ქვეყანაში სცადეს დაპირისპირებოდნენ. თუმცა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეარყევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამართალდამცველ ორგანოებს და ცესკოს. „უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები. თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად“, - თქვა მან და დაამატა, რომ რამდენიმე უბანში იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში იმოქმედა შსს-მ. ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის - ეუთო/ოდირის მისიას. „ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით - ეუთო/ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო/ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ, როცა საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებს, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირის მისიას, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში“, - თქვა კობახიძემ. ასევე ნახეთ „ზეწოლისა და დაშინების კლიმატი... იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. „ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველ...