ნატოს ხელმძღვანელის, მარკ რიუტეს განცხადებით, სამხედრო ალიანსი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები გადაყვანილი არიან რუსეთის კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. 28 ოქტომბერს ბრიუსელში რიუტემ ამ ნაბიჯს უწოდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის "მნიშვნელოვანი ესკალაცია" და თქვა, რომ ეს არის რუსეთის პრეზიდენტის "სასოწარკვეთის" ნიშანი ომში 600 000-ზე მეტი სამხედროს დაკარგვის შემდეგ. რიუტეს განცხადებების ფონია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთში სამხედრო პერსონალს გზავნის, რაც არის ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების მორიგი ნიშანი - მათ შორის ფხენიანის მხრიდან რუსეთისთვის საბრძოლო მასალების და იარაღის მიწოდებისა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ეს ინფორმაცია რამდენიმე კვირაა ვრცელდება. ბოლო ცნობებით, რომლებიც სამხრეთ კორეის ეროვნულ დაზვერვას ეკუთვნის, რუსეთში უკვე გაგზავნილია ჩრდილოეთ კორეის 3000-ზე მეტი სამხედრო და დეკემბრისთვის კიდევ 12 000-ზე მეტი გაიგზავნება. სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, რუსეთში გაგზავნილ კონტინგენტში არიან საბრძოლო თვითმფრინავების პილოტებიც. ასევე ნახეთ კრემლში „წინააღმდეგობრივი“ უწოდეს ცნობებს რუსეთში ჩრდილოკორეელ სამხედროთა ყოფნის შესახებ ...