რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ღამის სამი საათისთვის ავიადარტყმა იყო ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონზე. დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დანგრეულია ორი და დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ასევე ნახეთ სულ მცირე 21 ადამიანი დაშავდა ხარკოვზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად ხარკოვზე საჰაერო შეტევა ორჯერ განხორციელდა 28 ოქტომბერსაც. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ნაწილობრივ დაინგრა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაზიანდა კიდევ რამდენიმე შენობა, მათ შორის სამედიცინო დაწესებულება და ხარკოვის ცენტრში მდებარე „სახელმწიფო მრეწველობის სახლი“, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა გამოცხადებული. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აშენებული ეს შენობა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ პირველ ცათამბჯენად ითვლებოდა. ...