სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 29 ოქტომბერს, დილით იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 დაჭრილიდან 10 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა მძიმეა. დნეპროპეტროვსკის ადინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია 11 მრავალბინიანი სახლი და სკოლის და კლინიკის შენობები. სარაკეტო შეტევა 29 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ განხორციელდა. ასევე ნახეთ ხარკოვი ისევ დაიბომბა, არის მსხვერპლი 29 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც. დაიღუპა ოთხი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია ორი და დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი. დრონებით შეტევა იყო უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა კიევის სოლომენსკის რაიონში ხანძარი გამოიწვია საცხოვრებელ კორპუსსა და სავაჭრო ცენტრში. დაშავდა ექვსი ადამიანი. ...