ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ აშშ გააკრიტიკა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოზიციის გამო. თავისი სატელევიზიო გადაცემის - “მადუროსთან +” მაყურებლებს, მან უამო “რუსეთიდან სამხრეთით მდებარე” საქართველოდან “ცხელი საერთაშორისო ახალი ამბების” შესახებ. “ეს არის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წავიდა აშშ-სთან მჭიდროდ დაკავშირებული გზით, იქ იყო მთავრობები, რომლებიც ძალიან იყვნენ აშშ-ზე დამოკიდებულნი, წლებთან ერთან წარმოიშვნენ და ხელისუფლებაში მოვიდნენ პროგრესული მემარცხენეები და ნაციონალისტური ძალები. გასულ კვირას მათ სამაგალითო გამარჯვება მოიპოვეს და ქართველი ხალხის ხმების 56%- დააგროვეს (იგივე პროცენტი აჩვენა კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლმა რედ) რას ამბობენ შეერთებული შტატები? “არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვთ შედეგების გადახედვას, მოვითხოვთ საქართველოში ხელახალ არჩევნებს”. თქვენ გჯერათ, რომ მსოფლიოში ხალხს სურს ექცეოდნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიას?”- იკითხა მადურომ. ის ამბობს, რომ აშშ თავს პლანეტის მეპატრონედ მიიჩნევს და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს ვენესუელაში, რუსეთსა და საქართველოში. ვენესუელა არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 2009 წელს ამ ქვეყანამ რუსეთის შემდეგ ცნო საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამარჯვებულად გამოცხადდა, მან მესამე საპრეზიდენტო ვადით დაიკავა პოსტი. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მისმა მონაწილეებმა მადურო შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა ხმების 70%-ზე მეტი მოიგო. ოპოზიციამ გამოაქვეყნა ოქმები საარჩევნო უბნების 80%-ზე მეტიდან, საიდანაც ჩანს, რომ გონსალესმა არჩევნებში მნიშვნელოვანი სხვაობით გაიმარჯვა. სახელმწიფო საარჩევნო კომისიას, რომელმაც მადურო გამარჯვებულად გამოაცხადა, ოქმები არ გამოუქვეყნებია. ლათინური ამერიკის ცხრა სახელმწიფო, მათ შორის არგენტინა, კოსტა რიკა, პანამა, პარაგვაი და ეკვადორი, ეჭვქვეშ აყენებდნენ მადუროს გამარჯვებას და მოითხოვდნენ არჩევნების შედეგების გადახედვას. აშშ-მა არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს კონკურენტი ედმუნდო გონსალესი დაასახელა,რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. ის ევროპარლამენტმა ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს კენჭისყრის ორგანიზებას, მათ მწვავედ გააკრიტიკეს ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEC) ხმების დათვლის წესების დარღვევისა და მადუროს გამარჯვებულად გამოცხადების გამო, სანამ საარჩევნო უბნის შედეგები გამოცხადდებოდა. ვენესუელ...