სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევისას. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დრონებით შეტევა 30 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყეს. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებები იყო კიევის სოლომენსკის რაიონში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა 9-სართულიანი სახლის ორ სართულზე და 6-სართულიან ადმინისტრაციულ შენობაში. დილის მონაცემებით, ორივე შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ცხრა დაშავებულიდან ერთი ბავშვია. ასევე ნახეთ NYT: ზელენსკიმ რუსეთის შესაკავებლად აშშ-ისგან Tomahawk-ის რაკეტები ითხოვა კიევზე დრონებით შეტევა იყო 29 ოქტომბერსაც. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ თვის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიში 19-ჯერ მიიტანეს. ...