რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევისთვის 62 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა. მისი ინფორმაციით, 30 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს დრონებით შეუტიეს ორიოლიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 33 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიევის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და პოლტავის ოლქებში. კიდევ 25 რუსული დრონი „ლოკალურად დაიკარგა“. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ცხრა მობინადრე დაშავდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობაც. ასევე ნახეთ კიევზე ისევ დრონებით შეტევა იყო 23 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებას იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 4 დრონი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქში, 5 - კურსკში, 4 - სმოლენსკის ოლქში, 3 - ორიოლში, 3 - ბრიანსკში და 1 - ბელგოროდის ოლქში. კურსკის ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირნოვის ინფორმაციით, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. რუსეთის სხვა რეგიონების გუბერნატორები ირწმუნებიან, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. ასევე ნახეთ კადიროვი აცხადებს, რომ პუტინის სახელობის უნივერსიტეტზე თავდასხმას უკრაინელები ემსხვერპლნენ ...