უკანასკნელი ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის რეგიონში. წყალდიდობა გამოიწვია სამშაბათის კოკისპირულმა წვიმებმა. მათ თან ახლდა ქარიშხალი. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოები, რომლებზეც რეგიონის მოსახლეები ხეებზე ადიან წყალდიდობისგან თავის დასაღწევად, ასევე კადრები, სადაც მეხანძრეები ხალხს ეხმარებიან დატბორილი მანქანებიდან გადმოსვლაში. პრესკონფერენციაზე ვალენსიის რეგიონის ლიდერმა კარლოს მასონმა თქვა, რომ დატბორილ რაიონებში მისვლა ჯერჯერობით შეუძლებელია. სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო ვითარებათა სამხედრო ქვედანაყოფები. ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში სკოლები და აუცილებელი მომსახურება შეჩერდა, გაუქმდა მატარებლის მიმოსვლა მადრიდსა და ბარსელონაში. ბოლო დიდი წყალდიდობა ვალენსიაში 2023 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც ესპანეთში კატაკლიზმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს რეგიონში ამინდის ექსტრემალური მოვლენების ზრდას. მეტეოროლოგები მიიჩნევენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში ტემპერატურის მატება იწვევს აქტიურ აორთქლებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნალექების ინტენსივობაზე, იუწყება Reuters-ი. ასევე ნახეთ ვიეტნამში ტაიფუნს 197 ადამიანი ემსხვერპლა ...