სეულში გაიმართა სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭოს დახურული ბრიფინგი. როგორც მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უთხრა BBC-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, სამხრეთ კორეის შეფასებით, ამჟამად რუსეთში იმყოფება ჩრდილოეთ კორეის 11 ათასი სამხედრო. დაახლოებით 3 ათასი უკვე ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია და წვრთნას გადის. ბრიტანული მაუწყებლის წყაროს თანახმად, ჯარების ნაწილი შეიძლება გაიგზავნოს კურსკის ოლქში, ნაწილი კი - დონბასში. სამხრეთ კორეის დაზვერვა აკვირდება ამ პროცესს. ჩრდილოკორეელ სამხედროებს რუსული ფორმები აცვიათ და რუსულ იარაღს იყენებენ წარმომავლობის დასაფარავად. ასევე ნახეთ ნატომ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ყოფნა კურსკში, რას ნიშნავს ეს? რუსეთში ჩასულ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს შორის არიან გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები. მაგრამ მათი უმეტესობა ქვეითი ჯარისკაცებისგან შედგება. სეულში ვერ ადასტურებენ, უკვე მონაწილეობდნენ თუ არა ეს ჯარები საბრძოლო მოქმედებებში ან, მით უმეტეს, განიცადეს თუ არა დანაკარგი. მთავრობის წარმომადგენელმა BBC-ს ასევე უთხრა, რომ სეულს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორი რეაქცია ჰქონდეს და არ არის მზად, დააწესოს რაიმე წითელი ხაზები, ანუ ისეთი მოქმედებები, რომლებსაც აუცილებლად მოჰყვება გარკვეული პასუხი. იმავე წყაროს თქმით, თუკი სეული დაიწყებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას, ის თავდაცვითი ხასიათის იქნება. დასავლეთის მედიასაშუალებების თანახმად, უკრაინა დიდი რაოდენობით სამხრეთკორეულ იარაღს იღებს, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ მესამე ქვეყნების გზით, როგორიცაა, მაგალითად, აშშ. ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში ...