უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ანდრი კოსტინის გათავისუფლების ბრძანებას. ზელენსკის ოფისმა დოკუმენტი დღეს, 31 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. ორი დღით ადრე უკრაინის პარლამენტი, ვერხოვნა რადა, ხმათა უმრავლესობით დასთანხმდა გენერალური პროკურორის პოსტიდან კოსტინის გათავისუფლებას. ანდრი კოსტინი უკრაინის გენერალური პროკურორი გახდა 2022 წლის ივლისში. 2024 წლის 22 ოქტომბერს, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ, კოსტინმა გამოაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე ნახეთ არმიაში გაწვევისთვის თავის არიდების შესახებ სკანდალის ფონზე გადადგა უკრაინის გენერალური პროკურორი კოსტინის გადადგომას წინ უძღოდა გამოძიება, რომლის თანახმად, პროკურატურის ათეულობით თანამშრომელს უსაფუძვლოდ აქვს მიღებული ცნობა ინვალიდობის შესახებ და ფინანსური შეღავათები. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, პრეზიდენტის ოფისს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ჯერჯერობით არ შეურჩევია. ...