მწერალი, ესეისტი, ყოფილი პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამადაშვილი, რომელიც 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, პარასკევს, პირველ ნოემბერს გარდაიცვალა. ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“. 2016 წელს პრემია „საბა“ მიენიჭა წლის საუკეთესო პროზაული კრებულისათვის, „იუნკერ ერისთავის ბუცები“. 2024 წელს კიდევ ერთხელ იყო „საბას“ ფინალისტი პროზაული კრებულისათვის „რასაც ყველა ვერ ხედავს“. ...