სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ბრატისლავა მზად არის შეუერთდეს ბრაზილიისა და ჩინეთის წინადადებას უკრაინაში ომის დამთავრების შესახებ. ფიცო 1 ნოემბერს, პეკინში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით "არის სამართლიანი, ობიექტური და კონსტრუქციული". ჩინეთმა და ბრაზილიამ აგვისტოში ერთობლივად გამოაქვეყნეს "ექვსპუნქტიანი კონსენსუსი", რომელიც გულისხმობს რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ომში გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მიღწევას. გეგმა გულისხმობს ბრძოლების შენელებას და იმის აღიარებას, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ომის დასრულების ერთადერთი გზაა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ წინადადებას "დესტრუქციული" და "უმეტესად პრორუსული" უწოდა, რადგან ის უკრაინის მხრიდან კომპრომისს მოითხოვს და კიევის მონაწილეობის გარეშე იქნა შემუშავებული. ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინა განაგრძობს ბრძოლას, მოკავშირეები რომც არ დაეთანხმონ „გამარჯვების გეგმას“ ...