დირბორნის 110 000 მცხოვრებიდან თითქმის ნახევარი წარმოშობით არაბი ამერიკელია. კამალა ჰარისი 3 ნოემბერს მიემგზავრება მიჩიგანში წინასაარჩევნო კამპანიის რიგ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დეტროიტსა და ისტ-ლანსინგში. ასევე ნახეთ ჰარისი: არჩევის შემთხვევაში ტრამპი ჯანდაცვის პროგრამებს შეკვეცს პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან აპირებს, ეწვიოს შავკანიანთა ეკლესიას დეტროიტში და იქ სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ ის რამდენიმე ადგილას შეჩერდება ამ არეალში შავკანიან ამომრჩევლებთან ურთიერთობის მიზნით. 3 ნოემბერს, მოგვიანებით, ჰარისი, სავარაუდოდ, აქციას მოაწყობს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტ-ლანსინგში. ამასობაში, ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში, ნიუ-მექსიკოსა და ვირჯინიაში გაემგზავრება. три ...