„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ დელეგატების მონაწილეობის შესახებ საუბრისას, მან პრეზენტაციაზე ელექტრონულად აჩვენა საქართველოს რუკა და თქვა, რომ ოცდაათივე საარჩევნო ოლქში ჰყავდათ დელეგატები, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს. ამ ინფორმაციის ვიზუალურად გადმოსაცემად, პაპუაშვილმა „სლაიდზე“ აჩვენა საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ძნელად აღსაქმელი იყო. პაპუაშვილმა შემდეგ „სლაიდზე“ წარმოადგინა „ცარიელი ფურცელი“, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციის დელეგატების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებს ასახავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ ოპოზიციას დელეგატები არ ჰყავდა, შესაბამისად, ისინი არც მოსახლეობას არ შეხვედრიან.три შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს შეკითხვა შეუბრუნა. „გაფიცებთ, ვინ მოგწერათ ეს კითხვა? - ამის შემდეგ კი პაპუაშვილმა სადავო რუკის შესახებ ილაპარაკა, - როგორც იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს ვერ ვატარებთ და შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, ოკუპაციის გამო, არჩევნები ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, რომ დააკვირდნენ - საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერით არის გამოსახული, მის გარშემო, არასაქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით. ესეც აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით“. 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ გაიზიარა: ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული დროით, აღიარების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ვანუატუსა და ტუვალუს, მაგრამ შემდეგ გააუქმეს. ცხინვალსა და სოხუმში ამ ფაქტს არ აღიარებენ. ასევე ნახეთ ნიკოლას მადურო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციას აკრიტიკებს ...