ეს მონაცემი 4 ნოემბერს გამოაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა, თუმცა ბუნდოვანი რჩება, იგი მხოლოდ სამხედრო პერსონალისთვის გაცემული პასპორტების რაოდენობას ასახავს, თუ მათი ნათესავებისასაც. ბრძანების თანახმად, სამხედრო პირს მოქალაქეობა ენიჭება, თუკი ის ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს რუსეთის არმიასთან ან პრორუსულ სამხედრო დანაყოფებთან, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. პარალელურად, რუსეთმა შემოიღო კანონები, რომლებიც შესაძლებელს ხდის მოქალაქეობის ჩამორთმევას მათთვის, ვინც რუსეთის პასპორტი ნატურალიზაციის გზით მიიღო - იგულისხმებიან პირები, რომლებიც უარს იტყვიან სამხედრო სამსახურში რეგისტრაციაზე. ვოლკის თანახმად, 2024 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ამ საფუძველზე 1117 პირს ჩამოერთვა მოქალაქეობა. ასევე ნახეთ მიგრანტის ბედი პუტინის რუსეთში: ან ციხე, ან ომი ...