ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა რობაქიძის გამზირიდან მსვლელობა დაიწყეს და ამ წუთებში წერეთლის გამზირზე იმყოფებიან. საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. три „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც 5 ნოემბერს მიმდინარე აქციაში მონაწილეობს, რადიო თავისუფლებას პროტესტის მიზეზებზე ელაპარაკა. „თეთრიწყაროში 4 ნოემბერს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეეშინდათ, რომელიც წესიერი ადამიანი აღმოჩნდა ამ დამ პალ სისტემაში. არ უნდათ, რომ სააპელაციო სასამართლოში იგივე საქმეები განაწილდეს სხვადასხვა მოსამართლეებზე, იგივე არ დაემართოთ და ამიტომ გააერთიანეს საქმეები. აქ მოვედით იმის გასაპროტესტებლად, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა, მათ შორის ცესკო, სუსი, პროკურატურა მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიონ ის არჩევანი, რომელიც მათ არ გაუკეთებიათ. საქართველოს მოქალაქეები, რაც დამოუკიდებელი გავხდით, ყოველთვის ირჩევდნენ, რომ ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს, დასავლეთის ნაწილი. ახლა რუსები თავს გვახვევენ სხვა არჩევანს“, - თქვა ჯაფარიძემ.три პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კიდევ ერთი აქცია გაიმართება 6 ნოემბერს, 11:00 საათზე. 12:00 საათიდან კი საარჩევნო დავებზე სასამართლო პროცესი არის დანიშნული. ოპოზიციამ 5 ნოემბერს მეორე ინსტანციის სასამართლოსთან მოქალაქეების შეკრება, მას შემდეგ დააანონსეს, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ 4 ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ კი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საიას განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. ასევე ნახეთ ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შეძლებენ „ტელეგრამ“-არხზე შესვლას და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ. ასევე ნ...