სადამკვირვებლო მისია გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, 14 საარჩევნო უბნის ბათილად ცნობას მოითხოვდა, რადგან მოსარჩელეების განცხადებით ამ უბნებზე ამომრჩეველთა კონსტუტუციური უფლება ხმის ფარულობის შესახებ დაირღვა. მოსარჩელეებმა 5 საათიანი პროცესის დასაწყისშივე ორი შუამდგომლობა დააყენეს. პირველი ნებისმიერი უბნიდან საარჩევნო ბიულეტენების წარმოდგენას და ხმის მიცემის ექსპერიმენტის ჩატარებას ეხებოდა, რათა ადგილზევე გარკვეულიყო იყო თუ არა დაცული ხმის ფარულობის საკითხი. ხოლო, მეორე შუამდგომლობად, მათ იმ დამკვირვებლების მოწმეებად დაკითხვა მოითხოვეს, რომლებიც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ და თავად აფიქსირებდნენ იმ დარღვევებს, რაც უბნებზე ხდებოდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გოგატიშვილმა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მოპასუხე, საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელები პროცესზე აცხადებდნენ, რომ ბიულეტენების სპეციალურ აპარატში მოთავსების შემთხვევაში მოქალაქეთა ხმის ფარულობა დაცული იყო და მოსარჩელეების პოზიციას არ ეთანხმებოდნენ. საბოლოოდ მოსამართლე ნინო გოგატიშვილმა სადამკვირვებლო მისიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა. ასევე ნახეთ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა Embed share რას ნიშნავს ხმის ფარულობა? Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:11:36 0:00 26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა: "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. არჩევნებს გაყალბებულად მიი...