შეერთებულ შტატებში პოლიციელებმა, რომლებიც კაპიტოლიუმის ტერიტრიაზე მორიგეობენ, დამთვალიერებელთა ცენტრში დააკავეს საეჭვო პირი. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცს თან ჰქონდა შემდუღებელი აპარატით და სასიგნალო პისტოლეტი და რომ მას „საწვავის სუნი ასდიოდა“. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, გადაწყვიტეს, კაპიტოლიუმში არ დაუშვან დამთვალიერებლები. 5 ნოემბერი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ძირითადი დღეა. ამავე დროს ამერიკელები ირჩევენ კონგრესის წევრებს - წარმომადგენელთა პალატასა და სენატის მესამედს. ასევე ნახეთ აშშ 47-ე პრეზიდენტს აირჩევს ...