ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბრის არჩევნების დღეს არაერთ უბანზე მიიღეს შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ყველა შეტყობინება ცრუ იყო. ელექტრონული ფოსტით მსგავსი შეტყობინებები მიიღეს საარჩევნო უბნებმა ე.წ. მერყევ შტატებში, მათ შორის არიზონასა და ჯორჯიაში, სადაც უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. მერყევს უწოდებენ იმ შტატებს, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ცრუ შეტყობინებებთან კავშირი აქვს რუსეთს. ასევე ნახეთ კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე დააკავეს მამაკაცი შემდუღებელი აპარატით ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა. ჯერჯერობით ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან, სულ მცირე, 270 ხმა. три 5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც. 100-წევრიანი სენატის უმრავლესობაში ამჟამად დემოკრატები არიან, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ...