უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს ულოცავს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ტრამპს ამჟამად ელექტორალური კოლეგიის 267 ხმა აქვს - დამატებით სამი ხმა სჭირდება გამარჯვებისათვის. კამალა ჰარისს 214 ხმა აქვს. „უდიდესი დაბრუნება აშშ-ის პოლიტიკის ისტორიაში! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უდიდეს გამარჯვებას. ეს ძალიან საჭირო გამარჯვებაა მსოფლიოსათვის“, - წერს ორბანი ტვიტერზე. три ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან, სულ მცირე, 270 ხმა. ასევე ნახეთ ტრამპმა მერყევ ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმარჯვა 5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც. 100-წევრიანი სენატის უმრავლესობაში ამჟამად დემოკრატები არიან, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ...