ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ კამალა ჰარისს ამარცხებს, რესპუბლიკელების „ისტორიული" გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩიდან მიმართა და თავისი გამარჯვების გარდა, სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება აცნობა. ტრამპის განცხადებით, არჩევნებში არნახული პოლიტიკური გამარჯვებით ისტორიაში შევიდნენ. დონალდ ტრამპმა თავის წარმატებას ამერიკელი ხალხის შესანიშნავი გამარჯვება უწოდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. три ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების რუკა - 2024 5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების და სენატის წევრთა მესამედის არჩევნებიც. წინასწარი შედეგებით, სენატში დემოკრატებმა უმრავლესობა რესპუბლიკელებს დაუთმეს. წარმომადგენელთა პალატის არჩევნებშიც რესპუბლიკელები ლიდერობენ. ასევე ნახეთ ამერიკელი დემოკრატები სენატში უმრავლესობას კარგავენ 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც. ...