საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ election breakfast-ზე. "მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, - თქვა დანიგანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ მიღებაზე. მისი სიტყვებით, ეს ჰგვრის სიამაყეს, წარმოადგენდეს აშშ-ს საქართველოში. მისი თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურ განწყობებს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები - ლაივბლოგი ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან, სულ მცირე, 270 ხმა. ასევე ნახეთ საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ კამალა ჰარისს ამარცხებს, რესპუბლიკელების „ისტორიული" გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. ასევე ნახეთ კობახიძე ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს ...