ისრაელმა ახალი დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში 7 ნოემბრის დილას, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა "ირანის საფრთხის" შესახებ ისაუბრეს. ისრაელის პრემიერი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელმაც ტრამპს მიულოცა და მის ხელახლა არჩევას "ისტორიაში უდიდესი დაბრუნება" უწოდა. "სატელეფონო საუბრისას, 7 ნოემბერს, ისინი "შეთანხმდნენ ერთად მუშაობაზე ისრაელის უშიშროებისთვის" და "განიხილეს “ირანის საფრთხე", ნათქვამია ნეთანიაჰუს სამსახურის განცხადებაში. ამის შემდეგ, მალევე, ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰეზბოლას - რომელსაც ირანი უჭერს მხარს - მთავარ ბასტიონზე ბეირუთის სამხრეთში. ასევე ნახეთ WSJ: ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე ძლიერ შეტევას აპირებს ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი შეერთებული შტატების მიერ, მის მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ევროკავშირი ტერორისტულად, ხოლო პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრებს შორის არიან. AFP-ის ცნობით, ისრაელის არმიამ იერიშების დაწყებამდე ევაკუაციის ბრძანება გასცა და ხალხს მოუწოდა, დაეტოვებინათ ოთხი უბანი, მათ შორის ერთი - საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად. ასევე ნახეთ ფლორიდაში შეხვედრა ჰქონდათ დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ...