პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტის რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-ზე მეტი. ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ბელუჯების გათვისუფლების არმიამ, სეპარატისტულმა სამხედრო დაჯგუფებამ, რომელსაც ბელუჯისტანის რეგიონის პაკისტანისგან დამოუკიდებლობა სურს. "სამიზნე ქვეითი ჯარის სკოლის სამხედრო პერსონალი იყო", - თქვა ბელუჯისტანის პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა. პაკისტანში ბოლო პერიოდში სეპარატისტების თავდასხმებმა იმატა. ბელუჯისტანში აგვისტოში 73 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სეპარატისტები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებებს, რკინიგზასა და მაგისტრალებს. ...